სარედაქციო სტანდარტები
ეთიკის კოდექსიSTATIEBI.GE ხელმძღვანელობს პროფესიული ჟურნალისტიკის საერთაშორისო პრინციპებითა და ქართული მედიაეთიკის სტანდარტებით. ჩვენი უმთავრესი ვალდებულება მკითხველის წინაშე არის სიმართლე და ობიექტურობა.
1. ფაქტების სიზუსტე და გადამოწმება
ნებისმიერი საინფორმაციო მასალის გამოქვეყნებამდე რედაქცია ამოწმებს ფაქტებს პირველწყაროებთან. გადაუმოწმებელი, ჭორის დონეზე არსებული ინფორმაცია არ ვრცელდება როგორც დადასტურებული ფაქტი.
2. ბალანსი და მხარეთა პოზიცია
სადავო ან კონფლიქტური საკითხების გაშუქებისას STATIEBI.GE ვალდებულია წარმოადგინოს ყველა ჩართული მხარის პოზიცია. თუ მხარე უარს ამბობს კომენტარზე, მკითხველი ამის შესახებ ინფორმირებული იქნება.
3. შეცდომის აღიარება და შესწორების პოლიტიკა
თუ სტატიაში გაიპარა ფაქტობრივი შეცდომა, რედაქცია მყისიერად ასწორებს მას და მასალაში მიუთითებს შესწორების შესახებ, გამჭვირვალობის სრული დაცვით.
4. დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის დაუშვებლობა
ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციას, რასობრივ, რელიგიურ, ეთნიკურ ან გენდერულ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივებას.